სკოლების დემოკრატიზაცია

სემინარი ლაითურში – Seminar in Laituri

სემინარი ლაითურში – Seminar in Laituri
11/21/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

2017 წლის 10 ნოემბერს, ლაითურის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებმა შეკრებილ მასწავლებლებს „ლიდერობის”, „უსაფრთხო სკოლის კონცეფციის“ შესახებ სემინარი ჩაუტარეს. „ახალგაზრდა პედაგოგთა კაშირი “, პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დაბა ლაითურის თემის მასწავლებლების გააქტიურებისთვის აქტიურად გააგრძელებს ტრენინგ-სემინარების კურსს.

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”
10/27/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაციის ერთ-ერთ პარტნიორ თემში პირველი შეხვედრები გაიმართა. 
2017 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზაციის თანამშრომლებმა ნასაკირალის თემში, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯგუფებთან ლიდერობის, უსაფრთხო სკოლისა და მოსწავლის მონაწილოების უფლების უზრუნველყოფის საკითხებზე სემინარები ჩაატარეს.
აღნიშნულ ჯგუფებთან, საგანმანათლებლო სესიებს პერიოდული სახე ექნება.

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools
10/23/2017
ბავშვთა უფლებები

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გურიის რეგიონში ახალი პარტნიორი სკოლების შერჩევა დაიწყო. 2017 წლის 19 და 20 ოქტომბერს პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაჯალიის საჯარო სკოლებში.
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონის 5 თემში ლიდერ პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც საკუთარი თემების განვითარებაზე იმუშავებენ.

„ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ – ,,Teaching Convention on the Rights of Child’’

„ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ – ,,Teaching Convention on the Rights of Child’’
09/25/2017
ბავშვთა უფლებები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“  ორგანიზაციის პროექტის „ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ (დაფინანასებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ) 2016 წელს გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ სწავლებისთვის,  რომელიც აერთიანებს 16 გაკვეთილს და ანიმაციურ რგოლს, ანიმაციური ფილმები მომზადდა ანიმაციის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.
 წარმოდგენილი 16 ანიმაციური ფილმი ასახავს ბავშვის უფლებათა კონვენციის კონკრეტულ მუხლებს. ფილმები აგებულია რეალურ ისტორიებზე, რომლებიც ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ და რეჟისორულ სცენარებად აქციეს.
მომზადებული ფილმები, ბავშვთა უფლებების კონვენციის შესწავლის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და თემის პოპულარიზაციის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.

აღნიშნული წიგნსა და ანიმაციებს არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ამჯერად მასწავლებელთა სახლის ონლაინ გაზეთიც დაინტერესდა ამ საკითხით, იხილეთ სტატია.

http://mastsavlebeli.ge/?p=14260

„ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და არსებული გარემოს კვლევა“

„ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და არსებული გარემოს კვლევა“
03/23/2017
სკოლების დემოკრატიზაცია

ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა კვლევა თემაზე: „ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და არსებული გარემოს კვლევა“. კვლევა ჩატარდა პროექტის …Read the Rest

კონფერენცია

კონფერენცია
07/08/2016
სკოლების დემოკრატიზაცია

2016 წლის 8 ივლისს“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“: …Read the Rest

Bombax Theme designed by itx