Archive for November 2nd, 2017

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – ,,Civic Engagement for Positive Changes”

„სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“  –  ,,Civic Engagement for Positive Changes”
11/02/2017
ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ნასაკირალის თემში ჩამოყალიბდა მშობელთა ჯგუფი ლიდერობისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში მშობელთა მონაწილეობით უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობას.
2017 წლის 31 ოქტომბერს, აღნიშნული ჯგუფისთვის პირველი სემინარი გაიმართა თემაზე: „ლიდერობა“ და „უსაფრთხო სკოლის და საბავშვო ბაღის კონცეფცია“.
სემინარს უძღვებოდნენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები მარინა თოფურია და მზია მეხუზლა. ესწრებოდა 26 ადამიანი
მშობლების ჯგუფთან საგანმანათლებლო სესიები ყოველთვიურად გაიმართება.

,,ხანდაზმულთა მოვლისა და რეაბილიტაციის თავისებურებანი“ – ,,Characteristics of elderly care and rehabilitation”

,,ხანდაზმულთა მოვლისა და რეაბილიტაციის თავისებურებანი“ – ,,Characteristics of elderly care and rehabilitation”
11/02/2017
ლიდერთა სკოლა

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ადმინისტრირებაში მყოფი, ანასეულის დღეგრძელთა სახლის მზურველებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ხანდაზმულთა მოვლისა და რეაბილიტაციის თავისებურებანი“. აღნიშნული უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ,,შინმოვლის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. სატრენინგო თემატიკის მიზანია ზრუნვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის მომზადება და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და გერმანიის კარიტასის ფინასური მხარდაჭერით. 
ტრენინგს უძღვებოდნენ, პროექტის კოორდინატორი მაია მიქაძე, პროექტის ფიზიოთერაპისტი ნელი ვართანოვი.

შეხვედრა მშობლებთან – Meeting with Parents

შეხვედრა მშობლებთან – Meeting with Parents
11/02/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 1 ნოემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით კაფე რვას+1-ში“ გაიმართა შეხვედრა ლიდერთა სკოლის ინტერაქტიური თეატრის ჯგუფის მოზარდების მშობლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სათემო აქტივობების ერთობლივად დაგეგმვისა და განხორციელების წახალისებას.

„სიბერე საამურია?!“ – ,,Is being elderly delightful?”

„სიბერე საამურია?!“ – ,,Is being elderly delightful?”
11/02/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 29 ოქტომბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, ლიდერთა სკოლის ინტერაქტიური თეატრის ჯგუფმა, მონაწილეობა მიღო ქალაქ თბილისში, მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა რიგით მეცხრე თეატრალურ ფესტივალში. 
ფესტივალზე წარდგენილი იყო სპექტაკლი „სიბერე საამურია?!“ , ხელმძღვანელი თათული მგელაძე. 
სპექტაკლში მონაწილე ყველა მოზარდი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა. (Elisabed Lomineishvili Mariam Chkhatarashvili გიორგი ცერცვაძე, Mariam Chkuaseli) ჟიურის სიმპატია დაიმსახურა ყველაზე პატარა მონაწილემ Tika Qutidzeმ
სპექტაკლში მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა მშობელს, ნინო ქუტიძეს.

Bombax Theme designed by itx