2017 წლის 20 ნოემბერს, დაბა ნარუჯაში, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის მიკროგრანტების პროექტის „ტოლერანტული გარემო“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემის ახალგაზრდებთან ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანასწორობის, ტოლერანტობის, შემწყნარებლობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს ჰქონდეთ ინფორმაცია დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, რაზედაც, სამწუხაროდ დღეს აქცენტი ნაკლებად კეთდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ფილმის ჩვენება-დისკუსიაც, რომელზედაც მოზარდებთან ერთად მშობლები და თემის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

On November 20, 2017 in Naruja within the micro grant project ,,Tolerant Environment” of Ozurgeti Youth Center about meaning of tolerance. At the meeting there was discussion about tolerance, equality. It is important that the society, parents, teachers had proper knowledge about democratic values, about which very few people talk. Within the same project there is planned movie screening. Students as well as parents and community school and kindergarten teachers will participate in it. The event was organized within ,,Promoting Integration, Tolerance and Awareness’’ program (PITA) which is implemented by UNAG, financial support USAID. Partner organization of the project Young Pedagogues’ Union.

Comments are closed.

Bombax Theme designed by itx