ჩვენი სახლი

ორგანიზაციამ დაარსა ,,საოჯახო ტიპის სახლი (ოჯახის ჩამნაცვლებელი სტანდარტები მიუსაფარი ბავშვებისთვის )

პარტნიორი ორგანიზაციები: ბრეს_საქართველოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”. 2008 წელი.

მიზანი: ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს ოზურგეთის ბავშვთა ყოფილი სკოლა-ინტერნატის ის აღსაზრდელები, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში განთავსება მოცემული ეტაპისათვის ვერ ხერხდება.

სახლი იზრუნებს მათ ოჯახურ გარემოში აღზრდაზე, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და სოციალიზაციაზე.

მიზნობრივ ჯგუფს განეკუთვნება 18 წლამდე მოზარდები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახი ან არ არსებობს, ან დაბალი სოციალური ფუნქციონირებით არიან გამოკვეთილნი. აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფის ბავშვები (8 ბავშვი) შერჩეულნი იქნენ სამინისტროს სოციალური მუშაკების შეფასებისა და რეკომენდაციის შედეგად.

ორგანიზაციამ  ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საქართველოში საოჯახო ტიპის სახლის სტანდარტი.

2008 წლიდან დღემდე საოჯახო ტიპის სახლი ორგანიზაციის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბავშვები ხშირად დადიან ექსკურსიებზე, ესწრებიან ტრენინგებს, სწავლობებენ სხვადასხვა არაფორმალულ კლუბებში და წრეებში:

ექსკურსიები:

  • . დუმბაძის სახლმუზეუმიჩოხატაური
  • ჯიხეთის დედათა მონასტერილანჩხუთი
  • გელათის მონასტერიქუთაისი
  • ბაგრატის ტაძარიქუთაისი
  • დადიანების სახლმუზეუმიზუგდიდი

ტრენინგები:

  • ადვოკატირება
  • ჩთჩ – პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის

1.  ურთიერთობის ხელოვნება

2.  შემეცნება და შემოქმედება

3.  დასაქმება და საქმიანი რჩევები

4.  თვითდასაქმება და სამეწარმეო საქმე

  • კომუნიკაცია
  • ზაფხულის სკოლის ფარგლებში – ბავშვთა უფლებები (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ბავშვთა ძალადობა) – ბათუმი
  • ფოტოხელოვნების კურსი – გერმანიში

არაფორმალური კლუბები:

  • ლიდერთა სკოლა (ჟურნალისტიკისა და კარლ პოპერის დებატ კლუბები)
  • თეატრალური სტუდია (ვოკალისა და მეტყველების წრეები)
  • სამხატვრო სკოლა
  • ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი
  • ფეხბურთი

Bombax Theme designed by itx