მიზანი:

მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია და განვითარება სკოლებში და თემში;

ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია.

სერვისი:

1) გურიის მოსწავლეთა თვითმმართველობების განვითარება (არჩევნების მომზადება, საარჩევნო პროგრამების მომზადება,  ოქმებისა და რეკომენდაციების, პროექტების მომზადების, ადვოკატირებისა და ლობირების უნარ – ჩვევებით აღჭურვა);

2) ტრენინგ-კურსი:

  • მოსწავლეთა თვითმართველობების ფუნქციები
  • პროექტების წერა
  • ადვოკატირება

3) ფუნქციონირებს გურიის მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტი;

4) ორგანიზაციას 1996 წლიდან აქვს შექმნილი მოზარდებისათვის «ლიდერთა სკოლა” (კარლ პოპერის დებატების, ჟურნალისტიკის, ეკონომიკისა და ბიზნეს ეთიკის, კინოდოკუმენტალისტიკის, თვითმმართველობისა და სადისკუსიო კლუბები);

5) ფუნქციონირებს ფორუმ-თეატრი

ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოიცემა:

  • მოსწავლეთა გაზეთი «რვას+1»
  • დაფუძნებული სატელევიზიო გადაცემები მოზარდებისთვის რუბრიკით: ა) «სტერეოტიპები და პროგრესი», ბ) «ვითხოვ სიტყვას».
  • იქმნება დოკ. ფილმები _»უფლებებისათვის».
  • ეწყობა პრეზენტაციები და დებატები
  • ეკონომიკის კლუბის კომპანია _ «გურული ლიდერები” ამზადებს და ყიდის გურიის გერბებს, გურულ «ყაბალახებს” და მოხატულ «კოპეებს”. შემოსული თანხა იხარჯება ქველმოქმედებისათვის.

ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან ადვოკატირებისა და ლობირების პროცესში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Bombax Theme designed by itx