სოციალური კეთილდღეობის კომპონენტი

მიზანი:

გურიის (ოზურგეთის, ნაწილობრივ ჩოხატაურის) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის ბავშვების ოჯახების  ინტერესების გათვალისწინება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტისათვის მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

სოციალური კომპონენტის მიერ მიმდინარეობს გურიის მიუსაფარი მოსახლეობის საჭიროებათა შესწავლა.

ამ ეტაპზე შესწავლილია 400–მდე ბენეფიციარი. მათი შესწავლა მოხდა საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებული შეფასების სრული ფორმის მიხედვით.

განხორციელდა ბენეფიციართა ბიო-ფსიქო სოციალური შეფასება და საჭიროებებზე გათვლილი ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენა. შესწავლილი  ბენეფიციართა ოჯახები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას.

კვლევის შედეგად გამოვლინდა მრავალი საჭიროება, რომელთაგან ანალიზის შემდეგ მომზადდა სოციალური პროგრამების პაკეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში წარსადგენად. პროგრამების საერთო ღირებულებაა 57701.00 (ორმოცდაჩვიდმეტიათასშვიდასერთი) ლარი . კერძოდ:

  1. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა  (49 ბავშვი-5095.00 ლარი)
  2. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა  ოჯახების მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (21 ოჯახი – 7067.00 ლარი)
  3. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვების                    სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფის პროგრამა (6 ბავშვი -60.00 ლარი)
  4. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა ოპერაციითა  და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (13 ბავშვი-3319.00 მედიკამენტები, 5 ბავშვი-11850.00 ლარი, ოპერაცია)
  5. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ბავშვთა ოჯახების საცხოვრებელი ფართის შეკეთების პროგრამა (14 ოჯახი-16210.00 ლარი)
  6. შშმ  ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევა და სტატუსის მინიჭება (16 ბავშვი – 2000 ლარი)
  1. მიუსაფარი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (11 ოჯახი -12100.00 ლარი)

  • პერიოდულად იმართება  საქველმოქმედო ტიპის აქციები:   ჰუმანიტარული დახმარებების სახით (ბენეფიციართათავის საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებით,  ბავშვების სამგზავრო და სამედიცინო გამოკვლევეისთვის საჭირო  თანხებით დახმარება);
  • კომპონენტის ფარგლებში შესწავლილი ოჯახებიდან, საქველმოქმედო  ფონდ «იავნანასთან» თანამშრომლობის შედეგად შესაძლებლი გახდა 3 მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებლი სახლის შეძენა.
  • ბრიტანული საქველმოქმედო ფონდის ევრიჩაილდის» დახმარებით ჩატარდა  აპკ ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებლის სახლის სარემონტო სამუშაოები.

Bombax Theme designed by itx