თინეიჯერ გოგონათა საერთაშორისო დღე – The international day of child girl

თინეიჯერ გოგონათა საერთაშორისო დღე – The international day of child girl
10/16/2017
ლიდერთა სკოლა

თინეიჯერ გოგონათა საერთაშორისო დღე ახალგაზრდული ცენტრისა და ლიდერთა სკოლის მოზარდებმა კაფე ,,რვას +1″-ში აღნიშნეს.
მოზარდები თინეიჯერებისათვის დამახასიათებელი ,,განსხვავებული”სამოსით წარსდგნენ შეხვედრაზე. მოზარდებმა სამოსითა და სხვადასხვა აქესუარებით წარმოადგინეს ის პრობლემა, რომელიც თინეიჯერობის ასაკში მოზარდებს აწუხებთ. ისაუბრეს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, გარდატეხის ასაკში მშობლებთან ურთიერთობებზე.
მოზარდებმა განიხილეს სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების საზოგადოებაში არსებული ტრადიციები, რომლებიც მოზარდთა უფლებების დარღვევას იწვევს.
როლური თამაშებში მონაწილეობით მოახერხეს სხვადასხვა თინეიჯერის პრობლემის გათავისება და შესძლეს ერთად ეპოვათ წარმოდგენილი პრობლემებიდან გამოსავალი.
შეხვედრის ბოლოს თინეიჯერებმა გამართეს ,,ფართი” მხოლოდ გოგონებისთვის.

კონკურსი საექსპერტო მომსახურებაზე

კონკურსი საექსპერტო მომსახურებაზე
10/12/2017
ლიდერთა სკოლა

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების მიწოდების პროცესში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციების გამმიჯვნელი დოკუმენტის“ შექმნის მიზნით, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, პროექტის – ,,სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ხანდაზმული და შშმ პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა“ ფარგლებში, იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მთავარი მიზანია, შშმ და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებებში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით ჩართული მხარეების (სოციალური მუშაკი, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, ბენეფიციარი) უფლება–მოვალეობების გამმიჯვნელი დოკუმენტის შემუშავება.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

დოკუმენტის შემუშავების მიზნით ფორმირებული სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფასილიტაცია;
ზრუნვის სისტემაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა მომსახურების პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება/შესწავლა;
სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაო პროცესში მოწოდებული საკითხებისა და წინადადებების ანალიზი;
სამუშაო შეხვედრებზე შეჯერებული საკითხების საფუძველზე დოკუმენტის პროექტის შემუშავება.
სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები (ავტობიოგრაფია/CV);
ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება, რაც ასახული იქნება  ავტობიოგრაფიაში/CV;
ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ (იგულისხმება სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება);
გაწეული სამუშაოსთვის მოთხოვნილი ანაზღაურება ლარში(დარიცხული – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

ფასის განაცხადი:

,,შშმ და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების მიწოდების პროცესში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციების გამმიჯვნელი დოკუმენტის“შემუშავებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით.

თანხის გადახდის პირობები:მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება მომსახურების მიწოდების შემდეგ.

მომსახურების გაწევის ვადები: 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

 

დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირებმა სატენდერო განაცხადი (თანდართული დოკუმენტებით) უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ერთ ეგზემპლარად.

სატენდერო წინადადების გადმოგზავნის ბოლო ვადაა:2017 წლის 27ოქტომბერი,19:00 საათი.

განაცხადების გადმოგზავნა შესაძლებელია ორგანიზაციის ელ. ფოსტის მისამართზე –ypuozurgeti@yahoo.com. წერილის სათაურში მიუთითეთ,,შშმ და ხანდაზმული პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა“.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: (+995) 555689896.

 

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ განმცხადებლებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

განათლების სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია -The aim of the meetig was identification and discussion of the problems exist in education system of Georgia.

განათლების სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია -The aim of the meetig was identification and discussion of the problems exist in education system of Georgia.
10/12/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 6 ოქტომბერს „ახალგზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა  შეხვედრა-კონსულტაცია  განათლების სამართლის ექსპერტ, იურისტ რეზო ხოფერიასთან. შეხვედრის მიზანი გახლდათ განათლების სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და განხილვა. დისკუსია წარიმართა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სკოლებში მართვის სისტემების გაუმჯობესება, სკოლებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და არსებული გამოწვევები, რომლებიც პრობლემას ქმნიან სასკოლო პროცესის ნორმალურად წარმართვის დროს. შეხვედრის ბოლოს დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლო თანამშრომლობისა.   

„მრავალფეროვნების მართვა“ – “Management of Diversity”

„მრავალფეროვნების მართვა“ – “Management of Diversity”
10/12/2017
შეხვედრები

2017 წლის 7,8 და 9 ოქტომბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მრავალფეროვნების მართვა“. სამი დღის განმავლობაში ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია მრავალფეროვნების არსის, მისი განზომილებების შესახებ, ასევე დისკუსიის პროცესში ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ტოლერანტობა და არსებული სტერეოტიპები. ტრენინგის მიზანი იყო „ახალგაზრდა 

პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლების მიერ ტრენერების დახმარებით ტრენინგ-მოდულების შექმნა, რომლებსაც ორგანიზაციის წევრები შემდგომში გამოიყენებენ იმ სამიზნე ჯგუფებთან, რომლებთან მუშაობაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდნენ „პარტნიორები საქართველოს“ ტრენერები.

ბოშათა ინტეგრაცია სოციალიზაცია – Integration and socialization of Roma people

ბოშათა ინტეგრაცია სოციალიზაცია – Integration and socialization of Roma people
10/03/2017
ლიდერთა სკოლა

2017 წლის 29 სექტემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში,„ ბოშათა ინტეგრაცია სოციალიზაციის“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტის პრეზენტაცია გაიმართა. სიუჟეტში ასახულია კამპანიის ფარგლებში მიღწეული შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მიღწევები არსებობს, რჩება გამოწვევები, რომლის მოგვარებაც სახელწმიფო უწყებების ჩარევის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა არსებული პრობლემების მოგვარების გზებისა და საშუალებების შესახებ. პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საპატრულო პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებული მუშაობა კიდევ უფრო მეტი, სასიკეთო ცვლილებების გარანტია იქნება. დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები ქ. ოზურგეთში მცხოვრები ბოშების ფუნქციური უნარების გასაუმჯობესებლად.
პრეზენტაცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

“მშვიდობა გლობალური პრობლემების კონტექსტში” – ,,Peace in the Context of Global Problems”

“მშვიდობა გლობალური პრობლემების კონტექსტში” – ,,Peace in the Context of Global Problems”
09/28/2017
ლიდერთა სკოლა

ცენტრის წევრების ინიციატივით, მშვიდობის საეთაშრისო დღეს მიეძღვნა საჯარო ლექცია: “მშვიდობა გლობალური პრობლემების კონტექსტში”.
ლექცია ეხებოდა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს. განხილულ იქნა მმართველობის სხვადასხვა ფორმები, ყურადღება გამახვილდა ავტოკრატიისა და ტირანიის საფრთხეებზე. გაიმართა მსჯელობა დიდი ქვეყნების მოტივაციაზე და პატარა სახელმწიფოების წვლილზე მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში. ლექციის ნაწილი საქართველოს უსაფრთხოებასა და საჭირო საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბარს დაეთმო, ასევე, ახალაგზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია მშვიდობის დღის დაწესების ისტორიის შესახებ.
ლექციას უძღვებოდა საერთშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, თსუ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტი, მიწვეული ლექტორი.
სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიზაციის, უსაფრთხოების, განვითარების მკვლევარი,
სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, დამფუძნებელი შორენა ლორთქიფანიძე.
ლექცია ორგანიზებული იყო “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Bombax Theme designed by itx